საერთაშორისო სტანდარტიზაციის მიმართულებით, QMS Consulting Group წარმოადგენს ერთ-ერთ პიონერ საკონსულტაციო კომპანიას საქართველში, რომელიც ახალგაზრდა, განათლებული და მოტივირებული გუნდისგან ჩამოყალიბდა 2006 წელს. ჩვენი კომპანიის გუნდი თითქმის 20 წელია ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის: ხარისხის მართვა,, სურსათის უვნებლობა, ეკოლოგია, შრომის უსაფრთხოება, მდგრადი თევზჭერა და სხვა ჩვენი გუნდის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2022 წელს. პირველად საქართველოში დასრულდა თევზის გადამამუშავებელი კომპანიის სერტიფიცირება FOS Friend of the Sea სტანდარტის შესაბამისობაზე
ჩვენი მისიაა ქართული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა, ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერა ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, კერძო და საჯარო სექტორში არსებული რისკების შემცირებისა და ეფექტიანობის ამაღლების პროცესში მონაწილეობა.
ჩვენი გუნდი მიზნად ისახავს საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით შეასრულოს მრავალმხრივი სამუშაო საერთაშორისო სტანდარტების (ISO9001,ISO22000, HACCP ,GlobalGAP,Iso14001,OHSAS18001,ISO27001 და სხვა) შესახებ ცნობიერების ამაღლების, ამ სტანდარტების დანერგვის, აუდიტისა და სერტიფიცირების წარმატებული პრაქტიკის შექმნის საქმეში.ჩვენ გვსურს გავუზიაროთ ჩვენი გუნდის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა კომპანიებშიმომუშავე შიდა აუდიტორებს, ხარისხის მართვის მენეჯერებს და სხვა მონათესავე პოზიციის სპეციალისტებ, რისთვისაც მივმართავთ ღია და კორპორატიული ტრენინგების ორგანიზებას.