შპს სანტა წარმოადგენს ქართულ ბაზარზე ალპიას სახელით წარმოდგენილი ყველის მწარმოებელ კომპანიას.
საწარმო მდებარეობს წალკის რაიონის სოფელ სანტაში. 2016 წელს ეს დი სი ჯგუფის კონსულტანტების მიერ შპს სანტაში შემუშავდა და დაინერგა საერთაშორისო და სახელმწიფო მოთხოვნების შესაბამისი საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) გეგმა, რაც უზრუნველყოფს სასურსათო ჯაჭვში ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიკური დაბინძურების საფრთხეების შემცირებას.
დანერგილმა სისტემამ წარმატებით გაიარა სურსათის უვნებლობის სამსახურის ინსპექტირება და მოიპოვა აღიარება ეროვნულ დონეზე.
ამასთან შპს სანტაში ჩატარდა საერთაშორისო აუდიტი, რომელმაც დაადასტურა სისტემის შესაბმისობა საერთაშორისო მოთხოვნებთან და კომპანიას მიენიჭა შესაბამისი სერტიფიკატი.