საკვები პროდუქტების საწარმო „დელფუდი“ ქართულ ბაზარზე კორპორატიული კვებითი მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. კომპანიის 200-მდე კვალიფიციური თანამშრომელი ლანჩით ყოველდღიურად 5 ათასი ადამიანს ამარაგებს. გარდა ამისა, დელფუდის მომსახურება მოიცავს წვეულებების და ფურშეტების ორგანიზებას.
შპს დელფუდის ხელმძღვანელობა ცდილობს წლიდან წლამდე აამაღლოს წარმოებული პროდუქტისა და მომსახურების ხარისხი, სწორედ ამ მოტივით მენეჯმენტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი სურსათის უვნებლობის სისტემის ჩამოყალიბება.
2018 წლის პირველ ნახევარში SDC ჯგუფის სპეციალისტებმა და კომპანიის შიდა პერსონალმა ერთობლივად იმუშავეს ISO 22000:2005-ის მოთხოვნების სასურსათო ჯაჭვში იმპლემენტაციაზე.
ორმხრივი ძალისხმევა წარმატებული გამოდგა და საბოლოოდ შპს დელფუდის სერტიფიცირებით დასრულდა (მასერტიფიცირებელი TUV Nord).