შპს იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ცხოველთა საკვები პროდუქციის ლოჯისტიკა, იმპორტი და რეალიზაცია.
კომპანიის პროდუქციის მომხმარებელია ამიერკავკასიის ქვეყნების მეფრინველეობისა და მეცხოველეობის ფერმები. 2016 წლის პირველ ნახევარში საწარმოში ეს დი სი ჯგუფის კონსულტანტების ჩართულობით საერთაშორისო სტანდარტის ISO 22000:2005-ის მოთხოვნების შესაბამისი სურსათის უვნებლობის სისტემა დაინერგა, რის შემდგომაც შპს იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპის სასურსათო ჯაჭვი და ლოჯისტიკური მეურნეობა მასერტიფიცირებელი ორგანოს, EUROCERT-ის მოწვეულმა აუდიტორებმა შეამოწმეს.
სასერტიფიკაციო აუდიტმა წარმატებით ჩაიარა და საწარმოს ISO 22000:2005-თან სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი 3-წლიანი სერტიფიკატი გადაეცა.