ISO Certification Image

პროექტის დეტალები

  • კლიენტი: სს გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
  • თარიღი: მარტი 2017 - დეკემბერი 2017
  • სერვისი: კონსალტინგი-სერტიფიცირება
  • ვებ-გვერდი: www.ufc.ge
  • სტატუსი: დასრულებული

Overview

სს გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია (UFC) საქართველოში მოქმედი უმსხვილესი საფინანსო-საპროცესინგო ცენტრია, რომელიც კლიენტ კომპანიებში უსაფრთხო და თანამედროვე გადახდების სისტემას ნერგავს.

კორპორაციის სერვისით 15-მდე ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის 10-მდე ბანკი სარგებლობს. 2017 წლის მარტიდან მოყოლებული SDC ჯგუფის მოწვეული ექსპერტების მიერ კომპანიაში ISO 27001:2013-ის შესაბამისი საინფორმაციო უსაფრთხოების მართვის სისტემა ინერგებოდა.

პარალელურად მუშაობა მიმდინარეობადა ISO 9001:2015 მოთხოვნებზე დაფუძნებული ხარისხის მართვის სისტემის შემუშავებაზე. საკონსულტაციო სამუშაოებმა თითქმის მთელი წელი გასტანა და 2017 წლის დეკემბერში დასრულდა. პროექტის დასკვნით ეტაპზე დაიგეგმა და განხორციელდა საერთაშორისო სასერტიფიკაციო აუდიტი (მასერტიფიცირებელი ორგანო - EUROCERT) რომელმაც სტანდარტებთან მიმართებაში კომპანიის სრული შესაბამისობა აჩვენა.

აუდიტის საფუძველზე სს გაერთიანებულ საფინანსო კორპორაციას ISO 9001:2015 და ISO 27001:2013 სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა.

უკან დაბრუნება