ISO Certification Image

პროექტის დეტალები

  • კლიენტი: მეგატექნიკა
  • სერვისი: კონსალტინგი
  • ვებ-გვერდი: https://www.megatechnica.ge
  • სტატუსი: დასრულებული

Overview

„მეგატექნიკის“ მაღაზიათა ქსელი 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე. კომპანიის პირველი მაღაზია 1996 წელს გაიხსნა თბილისში. მას შემდეგ ორგანიზაცია სტაბილურად ვითარდებოდა, იზრდებოდა და დღესდღეობით 170-მდე თანამშრომელს ასაქმებს.

„მეგატექნიკა“ ასევე ფლობს ყველაზე დიდ სადილერო ქსელს ქვეყნის მასშტაბით, 100-მდე პარტნიორი მაღაზიით 40-მდე ქალაქსა და დაბაში. „მეგატექნიკა“ მომხმარებლებს პროდუქციისა და ბრენდების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კომპანია შემდეგი მსოფლიო ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში: Hisense, Simfer, Hoover, Elikor, Aux, Skyworth. „მეგატექნიკა“ ოფიციალური წარმომადგენელია ბრენდების: Samsung, Electrolux, Philips, Hansa, Lenovo, Asus, Acer, Panasonic, Whirlpool, Indesit, Zanussi, Adler, Mesko, Scarlett და სხვ. ასევე შესაძლებელია Apple-ის ოფიციალური პროდუქციის შეძენა.

„მეგატექნიკას“ თავისივე გაყიდვის შემდგომი მომსახურება აქვს და პროდუქციის მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. კომპანია ფლობს ხარისხის მართვის სერთიფიკატს- ISO 9001-2000-ს. ონლაინ მაღაზიაში www.megatechnica.ge ნებისმიერი პროდუქციის მარტივად შეძენა და ადგილზე მიწოდებით სარგებლობაა შესაძლებელი. „მეგატექნიკის“ ვებ-გვერდზე მოქმედებს ყველა იმ ბანკის ონლაინ განვადებაც, ვისაც ეს მომსახურება დანერგილი აქვს საქართველოში. მეგატექნიკას ონლაინ მაღაზია ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და იოლად მოსახმარი მაღაზიაა. ინტეგრირებული ლაივქოლერის მეშვეობით ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შესაძლებელია უფასო ზარის თუ ჩათის წამოწყება ონლაინ კონსულტანტთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

უკან დაბრუნება