ISO Certification Image

პროექტის დეტალები

  • კლიენტი: საქაერონავიგაცია
  • თარიღი: დეკემბერი 2016 - ნოემბერი 2018
  • სერვისი: კონსალტინგი
  • ვებ-გვერდი: www.airnav.ge
  • სტატუსი: დასრულებული

Overview

შპს „საქაერონავიგაცია“ სამოქალაქო ავიაციაში მოქმედი ერთადერთი სახელმწიფო კომპანიაა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ქვეყნის საჰაერო სივრცის კონტროლის ექსკლუზიური უფლება-მოვალეობა აქვს. კომპანიის ასეულობით თანამშრომელი ემსახურება საქართველოს საჰაერო სივრცეში ავიატრანსპორტირების უსაფრთხოებასა და საინფორმაციო უზრუნველყოფას.

2016 წლის შემოდგომაზე ჩატარებული ტენდერით, შპს „საქაერონავიგაცია“-ში ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის მიზნით საკონსულტაციო კომპანია QMS Consulting იქნა შერჩეული.

პროექტის ფარგლებში SDC ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა 3 სხვადასხვა რანგის ტრენინგების ციკლი: ISO 9001:2015-ის გაცნობითი კურსი, შიდა აუდიტორთა გადამზადების პროგრამა და წამყვანი აუდიტორის სასერტიფიკაციო კურსი.

საერთო ჯამში გადამზადდა კომპანიის 100-მდე თანამშრომელი. პროექტის დასკვნით ეტაპზე სამუშაო ჯგუფმა წინასასერტიფიკაციო აუდიტი ჩაატარა, რითაც შპს საქაერონავიგაციის ხარისხის მართვის სისტემა სასერტიფიკაციოდ მომზადდა.

უკან დაბრუნება