შპს თეთრი ქუდი წარმოადგენს რეგიონში უმსხვილეს სოკოს მწარმოებელ სასათბურე მეურნეობას. საწარმოში ეს დი სი ჯგუფის კონსულტანტების მიერ, საერთაშორისო სტანდარტების ISO 22000 -ის და Global GAP-ის მოთხოვნების შესაბამისად დაინერგა სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა (FSMS) და სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკა.
საწარმოში სისტემების წარმატებით დანერგვის შემდგომ, ეს დი სი ჯგუფის პარტნიორი მასერტიფიცირებელი ორგანოს EUROCERT აუდიტორების მიერ განხორციელდა სასერტიფიკაციო აუდიტი.
ინსპექტირებამ აჩვენა სისტემების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან. შედეგად საწარმოს გადაეცა შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.